სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა

AP

სამხრეთ კორეაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა.

მაისის შემდეგ 3,400-ზე მეტი ადამიანი სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში მოხვდა.

გასულ კვირას დედაქალაქ სეულში ჰაერის ტემპერატურამ 39.6 გრადუსს მიაღწია. მსგავსი ტემპერატურა ქვეყანაში უკანასკნელი 111 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა.

მთავრობის თქმით ახალ კანონზე მუშაობენ, რომელიც განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას ბუნებრივ კატასტროფად გამოაცხადებს, რაც სიცხის გამო დაღუპულთა ოჯახებს და მათ, ვინც საავადმყოფოში მოხვდა კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს.

კომენტარები