9 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newcastle.gov.za

ხვალ, 9 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის და ნაძალადევის რაიონები

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-ავშნიანის დასახლების, სოფელი გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, III კვარტლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზედამზის, ლაითურის, გორდის, კლდეკარის, თოდრიას, ბუგეულის, ხერთვისის, ავშნის, მუხიანის, ზღვისუბნის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის, აეროპორტის დასახლების 9, 11, 12, 13, 14 ქუჩების, თრიალეთის, ხომლელის, ფიროსმანის, პეტრიწის, ქინძმარაულის ქუჩების და ქინძმარაულის შესახვევის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის, ნორიოს აღმართის, ფიროსმანის, ცაბაძის, გოგი დოლიძის, გოგოლის, კონსტიტუციის, ჩიტაიას, თევდორე მღვდლის, ჩეჩელაშვილის, მიჩურინის, ნორიოს, საქარის, უფლისციხის, ართვინის, მამარდაშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზრის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I შესახვევის და გოთუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები