ქართულ ოცნებას არ დაუფიქსირებია არც ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა და ძალიან გთხოვთ, არ შევიყვანოთ არავინ შეცდომაში, საზოგადოების არცერთი წევრი. მეორე - ზოგადად, მე არ ვიცი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქალბატონმა სალომემ რა კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო, არის აბსოლუტურად მიუღებელი, მითუმეტეს, რუსეთთან - ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, შესაძლებელია, გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ
tbl.ge/32fy
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, პასუხი ასე გასცა - "საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების."
ამავე თემაზე
- მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება
- კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა
- მდინარაძე შს მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის ჭორი!
- მდინარაძე: 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან
- მდინარაძე: მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, ჩვენი აქტივის გაკავება გვიწევს - მიგვიშვითო




