ოჯახში ძალადობა

შვილების თანდასწრებით ცოლის არაერთგზის ცემისთვის პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

www.iranhumanrights.org

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ არაერთგზის იძალადა მეუღლეზე - ე.ჯ.-ზე. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 1 აპრილს, მან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 1 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ასრულწლოვნების თანდასწრებით, არაერთგზის ძალადობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

კომენტარები