გაზმომარაგების შეწყვეტა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელს 8 აგვისტოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

Reuters

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ხვალ, 8 აგვისტოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება. კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებენ.

კერძოდ, 8 აგვისტოს დილის 05:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეწყდება შემდეგ სოფლებში: გეგუთი, ოფშკვითი, პატრიკეთი, უკანეთი, ტყაჩირი და საყულია.

"სოკარ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 8 აგვისტოს 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აბონენტებს მოუწოდებს, გადაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები