პედოფილია

გერმანიაში ქალმა ინტერნეტის შავი ბაზრის მეშვეობით შვილი პედოფილებს მიჰყიდა

AFP

გერმანიაში ქალმა ინტერნეტის შავი ბაზრის მეშვეობით შვილი პედოფილებს მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხრეთ გერმანიის სასამართლომ ქალს 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ფრიბურგის სასამართლომ ასევე დააპატიმრა მისი პარტნიორი, ბიჭის მამინაცვალი.

წყვილს ბრალად ედება გაუპატიურება, ბავშვებზე ძალადობა, იძულებითი პროსტიტუცია და ბავშთა პორნოგრაფიის გავრცელება. 

ამ საქმესთან დაკავშირებით გერმანიის სასამართლომ დააკავა ესპანელი კაცი, რომელსაც 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ივნისში სასამართლო პროცესის დაწყებისას ბიჭი 9 წლის იყო. იგი ახლა სხვა ოჯახმა იშვილა.

კომენტარები