გერმანია

გერმანიაში მოხუცები თავშესაფრიდან მეტალ ფესტივალზე დასასწრებად გაიპარნენ

გერმანიაში, ვექენის მუნიციპალიტეტში მდებარე მოხუცთა თავშესაფრიდან ორი კაცი მეტალის ფესტივალზე დასასწრებად გაიპარა. ამის შესახებ Deutche Welle წერს. 

თავშესაფრის თანამშრომლებმა საღამოს შემოწმებაზე შენიშნეს, რომ მოხუცები თავიანთ ოთახებში არ იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. სამართალდამცავებმა მოხუცები, მძიმე მეტალის ფესტივალზე, Wecken Open Air-ზე იპოვეს. 

კაცები ფესტივალის ტერიტორიის დატოვებას უკვე ვეღარ ახერხებდნენ. რის გამოც მათ პოლიცია დაეხმარა და თავშესაფარში დააბრუნა. სამართალდამცველების თქმით, მოხუცები თავს შეუძლოდ გრძნობდნენ, თუმცა კონცერტი ძალიან მოეწონათ.

Wecken Open Air მძიმე მეტალის უდიდესი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად გერმანიაში ტარდება. წელს ის 29-ედ ჩატარდა. ფესტივალს 75 000 ადამიანი დაესწრო. 

კომენტარები