იტალიური ფეხბურთი

პაოლო მალდინი "მილანის" დირექტორი გახდა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, პაოლო მალდინი "მილანს" დაუბრუნდა. 

"როსონერის" ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ პაოლო კლუბის სტრატეგიული განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს. 

პაოლო მალდინიმ მთელი თავისი კარიერა "მილანში" გაატარა. ის 1985-2009 წლებში თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით 902 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 25 ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა

„მალდინი "მილანის" დირექტორი გახდა, რაც მეტად გააძლიერებს ჩვენს ახალ ეპოქას. ის თავისი ნიჭით, ოსტატობით და განუმეორებელი ლიდერის თვისებებით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. ეს თვისებები "მილანს" ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება", - წერია "როსონერის" განცხადებაში. 

"მილანი" ვალის გადაუხდელობის გამო, ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Elliott Management- ის მფლობელობაში რამდენიმე კვირის წინ გადავიდა. 

მას შემდეგ რაც კლუბში იონჰონგ ლი მივიდა, მან 200-მილიონიანი კრედიტი სწორედ ამ საინვესტიციო კომპანიისგან აიღო. თანხის დაბრუნება დროულად ვერ შეძლო და „მილანი“ Elliott Management- ის მფლობელობაში ავტომატურად გადავიდა. 

 

კომენტარები