საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას ლეგალიზაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, თქვა, რომ ჩვენ სხავანაირი სახელმწიფო ვართ - აღარ ვართ საბჭოთა კავშირი. ილია II კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა განგისაზღვროთ, როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა - ცუდი. ის ფიქრობს, რომ მან უნდა "დაგრთოთ ნება" ქმედებისთვის, რომლითაც ზიანს არავის აყენებთ. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას. ის სრულიად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი
tbl.ge/329g
დაკოპირდა

ამბობს პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე. დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნარკოტიკების "ნებადართვა არის მტრობა ჩვენი ქვეყნისა". ხვალ კი საპატრიარქოს ბათუმის ეპარქიის ორგანიზებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
ამავე თემაზე
- რაქვიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი ოპოზიციონერი ბიძინასთან შეთანხმებულად ზის ციხეში
- მეგრელიშვილი: მარტო ჩვენ რომ მივიღოთ მონაწილეობა, ხელის კვრაა ოპოზიციურ ამომრჩევლისთვის
- მეგრელიშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ პარტიული პოლიტიკა ჩემთვის იდეაში დამთავრდა
- ხვიჩია: თუ ვინმე გირტყამს, შენც უნდა დაარტყა – პოლიციაში არასოდეს მირბენია
- ხვიჩია: ოფისში ადამიანი მოგვივარდა, მისი მოქნეული ხელი მომხვდა, მერე საკაიფოდ ვცემეთ




