ავტოტრანსპორტი

მძღოლების ნაწილი ტაქსის ლიცენზიის აღებას უფასოდ შეძლებს

1 აგვისტოდან თბილისში ტაქსის მძღოლების და ავტომობილების რეგისტრაცია დაიწყო. შეიქმნა პორტალი, რომელზეც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი. ერთწლიანი ლიცენზიის ფასი ჩვეულებრივი ავტომობილისთვის 100 ლარია, ხოლო ჰიბრიდებისთვის კი 50 ლარი. 1 ოქტომბრის შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით დაჯარიმდება. 

შსს-ს ინფორმაციით, მათ, ვისაც ავტომობილის რეგისტრაციის სურვილი აქვთ, შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მომსახურება და ახალი სარეგისტრაციო მოწმობა უფასოდ მიიღონ. ამ შეღავათით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვისაც ჰიბრიდული ან ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილი 2013 წლის 1 ივლისამდე აქვთ დარეგისტრირებული.

 

კომენტარები