საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი რქიანი ეშმაკია, ნამდვილი მტერი საქართველოსი

ხომ ხედავთ ყველა, რა ხდება ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით. ჯერ ზუსტად ვიცი, რომ თვითონ აპირებდა პრეზიდენტად დაყენებას იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული დასავლეთში. შემდეგ მასთან მივიდნენ დასავლეთის ელჩები და ძალიან გამჭვირვალედ ზრდილობიანად აუხსნეს, რომ მისი კანდიდატურის დაყენება არ იქნებოდა კარგი.

შემდეგ თქვა, რომ მაშინ არავის დავაყენებთ ჩვენ ქართულ ოცნება და სხვას დავუჭერთ მხარს. გაუჩნდათ იდეა სალომე ზურაბიშვილის და გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ კარგი კანდიდატი არ არის, არამედ უბრალოდ რქიანი ეშმაკია, რადგან ისეთი რაღაცეები აქვს ნალაპარაკები საქართველოს წინააღმდეგ, რომ მე თვითონაც არ ვიცოდი ბოლომდე და გაოგნებული ვარ. უბრალოდ, ნამდვილი მტერია საქართველოსი. ჩვენს ხალხს ძალიან ცუდი რეაქცია ექნება მის კანდიდატურაზე, დარწმუნებული ვარ.

ახლა დაიწყეს აქეთ-იქით ძებნა, ვიღაც პოლოლიკაშვილი, რომელიც იყო ძალიან სუსტი მინისტრი ჩვენს მთავრობაში და გავუშვით. მოკლედ ისევ ეძებენ ჩემს მიერ გაგდებულ კადრებს შორის იქნებ ვინმე იპოვონ, თავისი არავინ ჰყავს.

კომენტარები