ამინდის პროგნოზი

"წვიმა, სეტყვა, ქარი, ზღვაზე ღელვა" - როგორი ამინდი იქნება 1-5 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტოს დღის ბოლოდან, 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. ამის გამო, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები