NDI-ის კვლევა

NDI: 28%-ის აზრით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კანონი სათანადოდ არ სრულდება

AP

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 94%-მა იცის, რომ პირველი მაისიდან ბარებში, რესტორნებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაოს მოხმარება აიკრძალა.

კვლევაში მონაწილეთა 51% მიიჩნევს, რომ კანონი სათანადოდ სრულდება, ხოლო 28%-ის აზრით - სათანადოდ არ სრულდება. გამოკითხულთა 22% პასუხობს, რომ არ იცის.

ტაბულას მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, მაის-ივნისის განმავლობაში სამართალდამცავებმა ახალი კანონმდებლობის დარღვევის სულ 140 შემთხვევა გამოავლინეს. აქედან 101 მაისში, ხოლო 39 კი ივნისში გამოვლინდა. დარღვევების ნახევარზე მეტი - 88 შემთხვევა იმერეთზე მოდის, დანარჩენ რეგიონებში კი ის რამდენჯერმე ნაკლებია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები