საპარტნიორო ფონდი

ყოფილმა ელჩმა სასტუმრო ლიკანის ღირებულება გათქვა, საქართველომ $10 მლნ გადაიხადა

rixos

2018 წლის 21 ივნისს მთავრობამ ბორჯომში მდებარე სასტუმრო ლიკანი გამოისყიდა. ხელშეკრულება სახელმწიფოს კუთვნილ საპარტნიორო ფონდსა და ყაზახურ კომპანია "ყაზმუნაი სერვისს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიის 100%-იანი წილი ქართულ მხარეს გადაეცა.

გარიგების ზუსტ მოცულობას ქართული მხარე არ ასახელებდა. ის საქართველოში ყაზახეთის ყოფილმა ელჩმა ერმუჰამეტ ერტისბაევმა ყაზახურ გამოცემა Время-სთან დაასახელა. ერტისბაევის თქმით, სასტუმროს ფასი $10 მილიონი იყო.

დავით საგანელიძის განცხადებით, გარიგების შედეგად სახელმწიფომ წარმატებული კომერციული პროექტი შეიძინა. 

"ეს არის წარმტებული კომერციული კონტრაქტი. პრინციპული შეთანხმება სასტუმროს აქციების შესყიდვის შესახებ ასტანაში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტის დროს გავაფორმეთ,"- ამბობდა საგანელიძე.

ყაზმუნაიგაზ-სერვისს ლიკანის ტერიტორიის ნაწილი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით 2006 წელს გადაეცა. სასტუმროს პროექტი წლების განმავლობაში გაჩერებული იყო, ის მხოლოდ 2015 წლის იანვარში, საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსების შემდეგ გაიხსნა.

151-ნომრიან, ხუთვარსკვლავიან ობიექტში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. სასტუმროს თავდაპირველი ოპერატორი იყო RIXOS-ი, მან ლიკანი 2018 წლის 13 აპრილს დატოვა.

კომენტარები