ხვალ, 1 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, დელისის, ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, იაშვილის, ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





