თბილისის ქუჩები, რომლებსაც 31 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 31 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 21 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ბაქოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, აბაშიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ჩიტაიას, ჩანჩიბაძის და საბჭოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, სამგორი II დასახლების II ქუჩის, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გახოკიძის, მაისურაძის, თვალჭრელიძის, ბერიაშვილის და დამპალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების და ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის (ნაწილობრივ) და ფიროსმანის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის აღმართის, მეტეხის, ჩეხოვის, რუისის და ჯორბენაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, სხვიტორის და ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის და არალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილორივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები