გაზმომარაგების შეწყვეტა

ვანის მუნიციპალიტეტს 31 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 31 ივლისის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ვანის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ბზვანს, გომს, დიხაშხოს, ზედა ვანს, ზედა და ქვედა მუქედს, ისრითს, კუშუბოურს, მთისძირს, მიქელეფონს, მუქედს, სალხინოს, სულორს, ტობანიერს, ფერეთას, ქალაქ ვანს, ყუმურს, შუამთას, ციხესულორს, ძულუხს, ჭაგანჭყვიშსა და ჭყვიშს გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებენ და ამბობენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 31 ივლისს 19:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

"სოკარ ჯორჯია გაზი" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აბონენტებს მოუწოდებს, გადაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.  

კომენტარები