ინდონეზია

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

ინდონეზიაში, პოპულარულ ტურისტულ კუნძულ ლამბოკზე 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრას 60 მცირე ბიძგი მოჰყვა. მათ შორის ყველაზე მძლავრი 5.7 მაგნიტუდის.

მიწისძვრამ სახლები დაანგრია. დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი, დაშავდა 160-ზე მეტი. დაზიანდა ათასობით შენობა.

მიწისძვრამ მეწყერიც გამოიწვია, რის გამოც მთებში მიმავალი გზები ჩაიკეტა. ამ დრომდე გრძელდება ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა.

კომენტარები