იაპონია

იაპონიაში ძლიერ ტაიფუნს ელოდებიან, გადაიდო ასობით ფრენა

EPA

იაპონიაში ძლიერ ტაიფუნს ელოდებიან. ქარის სიჩქარე სავარაუდოდ 180 კილომეტრ/საათს მიაღწევს. გადაიდო ასობით ფრენა. მეტეროროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდა მზად იყვნენ ევაკუაციისათვის.

ტაიფუნი ქვეყნის მთავარ კუნძულს, ჰონშიუს სავარაუდოდ, შაბათს საღამოს დაატყდება თავს.

იაპონიაში ძლიერმა წვიმამ და წყალიდოდობამ უკანასკნელი თვის მანძილზე 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დროებით თავშესაფრებში ამ დრომდე რჩება 4,000-ზე მეტი ადამიანი. წყალდიდობის შემდეგ იაპონიაში უპრეცენდენტოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ტემპერატურის მატებამ სულ მცირე 80 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები