მწვანე ეკონომიკის კონცეფცია

პრემიერი: შეიქმნება გარემოს დაცვის ომბუდსმენი

პრემირმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით გარემოს დაცვის ომბუდსმენის შეიქმნება.

ამის შესახებ მან გარემოსდაცვითი კონცეფციის "მწვანე ეკონომიკის" წარდგენისას განაცხადა.

"ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივა იყო გარემოს დაცვის ომბუდსმენის შემოღება, რომელიც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რათა გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია, პირდაპირი კავშირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადოებასთან, რომ  მთავრობა იყოს ძალიან ოპერატიული და ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში", - თქვა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა გახდება. 

ბახტაძემ თქვა, რომ მისი პრიორიტეტია, გაუმართავი და ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად ჩანაცვლდეს. ეს, პირველ რიგში, დედაქალაქს შეეხება და 2018-2019 წლებში ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად შეიცვლება. 

მისივე განცხადებით, ეტაპობრივად დაიწყება ელექტრო-ავტობუსების შემოყვანის პროცესიც.

 

კომენტარები