ესპანეთი

ჩრდილოეთ აფრიკაში ესპანეთის ანკლავ სეუტაში 600-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა

EPA

ჩრდილოეთ აფრიკაში, საზღვრის, რომელიც მაროკოს ესპანეთის ანკლავისაგან, სეუტასგან ჰყოფს, უკანონოდ გადაკვეთა 800-ზე მეტმა ადამიანმა სცადა.

ესპანეთის პოლიციის ინფორმციით ისინი ანკლავში შეჭრას ცდილობდნენ და მესაზღვრეებს თავს დაესხნენ.

პოლიციის ინფორმაციით ანკლავში შეღწევა 602-მა ადამიანმა შეძლო. მათგან 586 დროებით თავშესაფრებში განათავსეს, ხოლო 16 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავდა პოლიციის 15 ოფიცერიც.

აღსანიშნავია, რომ იციდნენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრა იყო დაგეგმილი. მათ ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა განიხილეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მიმდნარე წელს ესპანეთში ჩრდილოეთ აფრიკიდან ზღვით 19,586 დამიანი ჩავიდა. ეს რიცხვი იტალიის (17,981) და საბერძნეთის (15,351) მაჩვენებელს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ გემი, რომელმაც გასულ თვეს ხმელთაშუა ზღვაში 630 მიგრანტი გადაარჩინა, და რომელსაც იტალიამ და მალტამ პორტები დაუკეტა, საბოლოოდ ესპანეთმა მიიღო.

კომენტარები