ავტოსაგზაო შემთხვევა

პეკინის ქუჩაზე ირანის მოქალაქეებს ავტომობილი დაეჯახა

flickr

თბილისში, პენიკის ქუჩაზე ირანის მოქალაქეებს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ორი ქალი, მსუბუქი დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

უწყების ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ავტომობილის მარკა დადგენილია და მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო მოქმედებები.

კომენტარები