ახალი ტექნოლოგიები

ბრიტანელი გამომგონებლის "რკინის კაცის" ნამდვილი კოსტიუმი $450,000 ღირს

www.cnn.com

ლონდონის ქუჩებში სეირნობისას მფრინავ კაცს შეიძლება გადააწყდეთ. ეს ბრიტანელმა გამომგონებელი რიჩარდ ბრაუნინგია, თავისი რეაქტიული კოსტიუმით, რომელიც საათში 51 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს და 3657 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეუძლია.

კოსტიუმი ხუთი მინირეაქტიული ძრავისგან შედგება, ერთი ზურგთან და ორიც თითოეულ მხარზე, რომლებიც მიმართულებას აკონტროლებს. კოსტიუმის ფასი 450 000 აშშ დოლარია. 

ბრაუნინგმა თავისი კომპანია Gravity 2017 წლის გაზაფხულში დააფუძნა. მისი თქმით კოსტიუმი იმისთვის არ შეუქმნია, რომ "რკინის კაცის" კოსტიუმის მსგავსი ყოფილიყო, თუმცა პარალელები საინტერესოა. ბრაუნინგს "რკინის კაცის" გრაფიკოსები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მოხარულები არიან, მათი წარმოდგენა მფრინავ კოსტიუმზე ასე რომ დაემთხვა ნამდვილს. ბრაუნინგი მიიჩნევს, რომ მისმა გამოგონებამ მომავალში სამხედრო და სამაშველი დანიშნულება შეიძლება შეიძინოს. 

 

 

კომენტარები