ახალი ტექნოლოგიები

ჩინეთში 800 დრონისგან "თვითმფრინავი მოჩვენება" და სხვა მფრინავი ობიექტები შექმნეს

boredpanda

2019 წლის Nanchang Flight Convention-ის მონაწილეებმა, ჩინეთში, სხვადასხვა ფრად განათებული 800 დრონი ცაში ააფრინეს და "თვითმფრინავი მოჩვენება" და სხვა ობიექტების ფორმები შექმნეს. 


ფოტო: boredpanda

ღამის ცაში აფრენილი უამრავი დრონი, ჰაერში ვერტმფრენების, თვითმფრინავების და სხვა ობიექტების ფორმებს, ჩინეთის აერონავტიკისთვის პატივის მისაგებად ქმნიდა. 


ფოტო: boredpanda

დრონების წარმოება ჩინეთში საგრძნობლად განვითარდა და გაიზარდა. შემქმნელები ცდილობენ, დრონებს მეტი ფუნქცია შემატონ. მოცემულ დრონებს საერთო პროგრამა ჰქონდათ, რომელიც საშუალებას იძლეოდა, ყველა დანადგარს სინქრონულად ემოძრავა. 

კომენტარები