იარაღი

იმ თანამდებობის პირთა სია, ვისაც სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლება აქვთ

Reuters

რამდენიმე დღის წინ, მამუკა ბახტაძის მთავრობის კაბინეტმა ცვლილება შეიტანა 2014 წელს მიღებულ დადგენილებაში, რის შედეგადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესა და დანარჩენ მოადგილეებს უფლება მიეცათ ატარებდნენ სამსახურებრივ-საშტატო იარაღებს. იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს საკმაოდ ვრცელია, წარმოგიდგენთ აღნიშნულ სიას:

სასამართლო სისტემაში:

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქარ­თვე­­ლოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. 
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.
  • სასამართლოს მანდატურები.

საქართველოს ფოსტაში:

იარაღის ტარების უფლება აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოს­ტის“ უფლებამოსილ პირებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, გან­სა­კუ­თ­რებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავ­ნი­ლების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამ­სა­­ხურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:

  • მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე.
  • სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
  • საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს;
  • საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, ადმინისტრაციის უფ­როსი, მთავარი სამმართველოს და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომ­ძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექ­ტო­რი, უფროსი მზვერავი, მზვერავი;
  • სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:

  • მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
  • გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფრო­სის მოადგილე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფრო­სი, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს გამომ­ძიებელი, გე­ნე­­­რალური ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერა­ლუ­რი ინ­ს­პექციის ოპერატიული სამმართველოს მრჩეველი.

შსს-ს სისტემაში:

  • მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
  • მინისტრის აპარატის მოსამსახურეები.
  • სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
  • გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
  • ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთა­ვარი სამმართველო) მოსამსახურეები.
  • კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამეტი) მოსამსახურეები.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახუ­რე­ები.
  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსა­ხუ­რე­­ები.
  • ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოსამ­სა­ხუ­რეები.
  • რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამ­სა­ხუ­­რეები.
  • ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართ­ვე­ლოს მოსამსახურეები.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
  • საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მოსამსახუ­რეები.
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.
  • სამინისტროს მმართველობის სფეროში  შემავალი სახელმწიფო საქ­ვეუ­წყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსა­ხუ­რე­­ები.
  • სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იუ­­რი­დიული პირების მოსამსახურეები.

 თავდაცვის სამინისტროში:

  • მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.
  • სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, უფროსის მოადგილე.
  • გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.
  • სამინისტროს დეპარტამენტის, მათ შორის, სამინისტროს ადმინის­ტრაციის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე.
  • სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამ­მარ­­თ­ვე­ლოს უფროსი, საფინანსო სამმართველოს საკასო განყოფილების უფ­რო­სი.
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის:
  • უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;
  • დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;
  • დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;
  • სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;
  • სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
  • სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;
  • ეროვნული გვარდიის უფროსი;
  • ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი.
  • სახმელეთო ჯარების სარდალი, სარდლის მოადგილე, შტაბის უფრო­სი.
  • ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, სარდლის მოა­დ­გი­ლე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფ­რო­სი, ტექნიკისა და შეიარაღების ცენტრის უფროსი, სამმართველოს უფ­როსი, სამ­მართველოს უფროსის მოადგილე.
  • წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, სარდლის მოადგი­ლე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამმართველოს უფ­რო­­სი, სამმართველოს უფროსის მოადგილე.
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახე­­ლობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.
  • ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, მეთაურის მო­ად­გილე, შტაბის უფროსი.
  • ჯარის სახეობათა ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები, მათი მოად­­გილეები და შტაბის უფროსები, ასევე, ბრიგადებში შემავალი და ცალკე­ული სამხედრო ნაწილების მეთაურები, მათი მოადგილეები და შტაბის უფ­რო­სები.
  • სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, მეთაურის მოადგი­ლეები, შტაბის უფროსი, მმართველობის უფროსი ოფიცრები, მმართველობის და შტაბის განყოფილებების უფროსები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვე­და­ნაყოფების მეთაურები, ძალების ბატალიონებისა და ცალკეული ქვე­დანა­ყოფების მეთაურის მოადგილეები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვე­დანა­ყოფების შტაბის უფროსები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვე­დანაყოფების მმართველობისა და შტაბის უფროსი ოფიცრები, სპეციალური დანიშ­ნულების ასეულების მეთაურები, სპეციალური დანიშნულების ასეუ­ლე­ბის მეთაურის მოადგილეები, სპეციალური დანიშნულების ჯგუფების უფ­როსები.

პროკურატურაში:

  • საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკუ­რო­­რის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მი­სი მოადგილე;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პრო­­კურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის განსაკუთ­რე­ბით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშ­ვ­ნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოად­გი­ლე;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყო­ფილე­ბის უფროსი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პრო­კუ­რორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოა­დგი­ლე;
  • თბილისის და საოლქო პროკურორი;
  • თბილისის და საოლქო პროკურორის მოადგილე;
  • თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;
  • თბილისის და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკ­ურორი და უფროსი გამომძიებელი;
  • რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;
  • რაიონული პროკურატურის პროკურორი.

სასჯელაღსრულების სისტემაში: 

  • მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.
  • გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფ­რო­სის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენე­რა­ლუ­­რი ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო-სარევი­ზიო და ში­­და ინსპექტირების სამმართველოს მოსამსახურეები.
  • შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
  • დეპარტამენტის უფროსი.
  • საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, გამომძიე­ბე­ლი.
  • პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგა­ნოებში:
  • სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დე­პა­რ­­ტა­მენტის თავმჯდომარე, დეპარტა­მენ­ტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდო­მა­რის მოად­გილე;
  • დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმარ­თველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფ­რო­სის მოადგილე, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი, საორგანი­ზაც­იო გან­ყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;
  • დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი;
  • პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექ­ტო­რი, დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სა­მარ­­თ­ლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (სდსს)

  • სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე – სამ­სახურის ადმ­ინისტრაციის უფროსი, სამსახურის უფრო­სის მო­ად­­გი­ლე, სამსახურის უფროსის კონსულტანტი, სამსახურის უფროსის თა­ნაშემ­წე, მთავარი სპეციალისტი.
  • სამსახურის ადმინისტრაციის მოსამსახურეები.
  • პირადი დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტა­მენ­ტის მოსამსახურეები.
  • ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.
  • ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის მოსამსახურეები.
  • კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
  • ესკორტირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
  • სამედიცინო მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მო­სამსახურეები.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მო­სამ­­სახურეები.
  • მოსამსახურეები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამ­სახურს გადიან სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებში.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სისტემაში:

  • მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსა­ხუ­რებ­რივ მოვალეობათა შესრულებისას.
  • სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იუ­­რი­დიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს:
  • თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;
  • ინსპექტირების სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, სპეცი­ა­ლის­­­ტი;
  • დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორი;
  • დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფ­­რო­სი, უფროსის მოადგილე;
  • დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინ­ჯერი;
  • სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი;
  • სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფ­­როსი, უფროსის მოადგილე;
  • სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯე­რი, რეინჯერი;
  • ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი;
  • ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფ­როსი, უფროსის მოადგილე;
  • ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინ­ჯე­რი;
  • აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორი;
  • აღკვეთილის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფ­რო­­სის მოადგილე;
  • აღკვეთილის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯე­რი.
  • სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო საქვეუ­წყე­ბო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტა­მენ­ტის:
  • უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;
  • ტერიტორიული ორგანოს (სამსახური) უფროსი;
  • ცენტრალური აპარატის სწრაფი რეაგირების სამსახურის და ტერი­ტო­­­რი­ული ორგანოს (სამსახური) სწრაფი რეაგირების განყოფილების სწრაფი რეა­­გირების საჯარო მოსამსახურეები.
  • სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იუ­­რი­­დიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს:
  • უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი მეტყევე;
  • ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურის უფროსი, უფროსი მ­ე­ტ­­ყევე, სატყეო უბნის უფროსი.

ეროვნული უშიშროების საბჭოში:

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს.

კომენტარები