იარაღი

შიდა ქართლში მოქალაქეებმა თოფები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

"სულ ჩაბარებულია: 1 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი თოფი - ე.წ. „აბრეზი", 3 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 281 საბრძოლო ვაზნა, 11 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა ტიპის 9 ხელყუმბარა, 3 ჭურვი და 3 ამფეთქი ფალია.

აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად",- წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები