ივანიშვილის ინტერვიუ

ბახტაძე: ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან ივანიშვილზე იერიშების მიტანა გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზედ კრიტიკული, შეიძლება ითქვას, მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა. ზოგადად ასეთი თავდასხმები და შეურაცხყოფები არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით თუ რაში არ შეიძლება დაეთანხმო ადამიანი იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რაც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში. შესაბამისად, ჩვენს ოპოზიციას დღეს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც რა თქმა უნდა იქნება წარუმატებელი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე ვმუშაობთ. იცით რომ პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის თითქმის ყველა სექტორს შეეხება ჩვენი ეკონომიკის. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ არგუმენტაცია, მათ შორის კრიტიკაც იმ რეფორმებთან დაკავშირებით რომლებსაც ვახორციელებთ და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვისმენთ

მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე გაკეთებული შეფასებების გამო, ოპოზიცია გააკრიტიკა

კომენტარები