საპარლამენტო უმრავლესობა

ზარდიაშვილი: მჯერა, ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე. იგი საკუთარი ქმედებებით ანახებს გუნდსაც და ჩვენს ოპონენტებსაც, რომ სამშობლოს სიყვარული და ინტერესები ყველაფერზე ზევით დგას. არასდროს არ ყოფილა რომ ხელისუფლება ასე უსმენდეს და ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ საჭიროებებზე, ჩვენ ეს შევძელით და ამას ჭირდება შენარჩუნება, გაფრთხილება, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა ვეღარასდროს გაბედონ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, უფლებების შელახვა. მე მჯერა რომ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას.

უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ასე აფასებს ივანიშვილის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელიც ეთერში 24 ივლისს გავიდა.

კომენტარები