სურსათის ეროვნული სააგენტო

სააგენტო: კვლევით, გადაჭარბებული ოდენობით ნიტრატები მხოლოდ ნესვის ორ ნიმუშში აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, ნიტრატების გადაჭარბებული ოდენობა მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვლინდა". სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო.

"აღებულ ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ შეადგინა 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში - 212 მგ/კგ (ნორმა - 90 მგ/კგ). აღნიშნული შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ  სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა" - აცხადებს სააგენტო და აღნიშნავს, რომ ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება.

კომენტარები