უბედური შემთხვევა

ქუთაისში ღუმელის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელი აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ხუთი ადამიანი.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ​ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები