სერიალები

ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი და კოლინ პაუელი CBS-ის სერიალში ითამაშებენ

აშშ-ს სამი ყოფილი სახელმწიფო მდივანი - ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი და კოლინ პაუელი - CBS-ის სერიალში Madam Secretary ("ქალბატონი სახელმწიფო მდივანი") მიიღებენ მონაწილეობას

პოლიტიკოსები შოუს მეხუთე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდებიან, რომელიც ეთერში 7 ოქტომბერს გავა. სერიის შინაარსი ამ ეტაპზე უცნობია. 

Madam Secretary ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალია აშშ-ში და ქვეყნის სახელმწიფო მდივნის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარ როლს, ჰოლივუდის ვარსკვლავი თეა ლეონე ასრულებს. 

კომენტარები