ჯანმრთელობა

უმეტეს შემთხვევაში გულის დაავადებების გამომწვევი მიზეზი ნახშირწყლებია და არა ცხიმები

Okuma Nutritionals Logo

2018 წელს მოსალოდენელია, რომ 610 000-ზე მეტი ამერიკელი გულის დაავადებებით გარდაიცვლება. ეს სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია ქალებსა თუ კაცებში.

კარდიოლოგის ერიკ ტორნის თქმით, უმრავლეს შემთხვევაში გულის დაავადებების გამომწვევი არა ცხიმი, არამედ ნახშირწყალია.

წლების განმავლობაში, ექიმები და დიეტოლოგები ხალხს ნაკლებად ცხიმიან საკვებს უნიშნავდნენ, რათა შეემცირებინათ გულის დაავადებების გამოწვევის რისკი. ბურღულეულის მიღება მიიჩნეოდა, როგორც ქოლესტერინის შემცირების ერთ-ერთი გზა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მოსაზრებები მცდარია. უმეტეს შემთხვევაში გულის დაავადებების გამომწვევი ნამდვილი მიზეზი ნახშირწყლებია და არა ცხიმები.

გასულ წერს ჟურნალმა The Lancet-მა 135 000-ზე მეტი ადამიანის კვების რაციონი შეისწავლა 18 სხვადასხვა ქვეყნიდან. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ჭამდნენ ისეთივე რაოდენობის ნაკლებად გაჯერებულ ცხიმს, როგორც გულის დაავადებების მქონე პაციენტები, უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილები გულის დაავადებებისა და სიკვდილისკენ. ამის პარალელურად კი ადამიანები, რომლებიც გაჯერებულ ცხიმს მიირთმევდნენ, გულის დაავადებების გამოვლენის ნაკლები რისკი ჰქონდათ.

ცხიმის ნაცვლად, ნახშირწყლების შეზღუდვა კვების რაციონიდან, უფრო შედეგიანი გზაა გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად. British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნებული რამდენიმე კვლევის მიხედვით, პაციენტებს, რომლებსაც დიეტაში შეზღუდული ჰქონდათ ნახშირწყლების მიღება, უფრო მეტად ჯანსაღი სხეული და გულ-სისხლძარღვა სისტემა ჰქონდათ, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებსაც დიეტაში ცხიმის მოხმარება შეეზღუდათ.

71 წლის პაციენტმა ერთი წლის განმავლობაში 45 კილოგრამზე მეტი დაიკლო კვების რაციონიდან შაქრის ამოღებითა და ჯანსაღი საკვების ჭამით.

არასწორი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ცხიმი იწვევს გულის დაავადებებს სუსტი და მოძველებული კვლევიდან მოდის. 1961 წელს ამერიკის გულის ასოციაციამ პირველი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანებს ურჩევდნენ შეეზღუდათ ცხოველური ცხიმებისა და ქოლესტერინის მოხმარება. ანგარიში საფუძვლად დაედო რამდენიმე შემდგომში ჩატარებულ კვლევას, რომლებიც ამტკიცებდნენ კავშირს ცხიმებსა და გულის დაავადებებს შორის. თუმცა, ეს მოსაზრება ცხიმების შესახებ, არასდროს დადასტურებულა კლინიკური კვლევების მიერ. კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ერთადერთი საშუალებაა დაადგინო მიზეზისა და მიღებული ეფექტის [cause-effect] ურთიერთობა.

საბოლოოდ, ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა დაიწყო კლინიკური კვლევები. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ცხიმსა და გულის დაავადებებს შორის კავშირი თითქმის არ არსებობს. კვლევა 1968 წლიდან 1973 წლამდე პერიოდში ჩატარდა, თუმცა შემდეგი 16 წელი არ გამოქვეყნებულა.

მიუხედავად ამ მოსაზრების სიმცდარისა, დიეტოლოგები კვლავ ურჩევენ პაციენტებს იკვებონ ნაკლებად ცხიმიანი და ბევრი ნახშირწყლის შემცველი საკვებით.

კომენტარები