ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 23-26 ივლისს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისს საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

24 ივლისს შედარებით გამოიდარებს და 27 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ ზოგან შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს.

26 ივლისს ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 24-26 ივლისს დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები