საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

რუსეთის მოქალაქეს მყინვარწვერზე მეხი დაეცა

facebook.com/EmergencyManagementService/photos

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მყინვარწვერიდან რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს.

1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე [ზღვის დონიდან 4300 მეტრი] ლაშქრობისას მეხი დაეცა.

უწყების ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები