დღეს, 23 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახემელას, წავკისის, შინდისის და დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ბოცვაძის, გაბაშვილის, 8 მარტის, ბარნოვის და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ფერცულიანის და ბერიტაშილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის, იორის, უჯარმის, დოლაბაურის, კაჭარავას, გელოვანის და ფორაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის და ფირდოუსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის, გულუას და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





