საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. ბაქრაძე პარტიამ დღეს, ქუთაისში წარადგინა. 

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის, საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ. მათი სახელით პრეზიდენტობისთვის ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

უცნობია ქართული ოცნების კანდიდატის ვინაობა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ისინი კანდიდატს კანონით დადგენილ ვადაში დაასახელებენ.

კომენტარები