ავტოავარია

იგოეთთან სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა, ერთი პირი დაიღუპა, ერთი - დაშავდა

flickr

იგოეთთან, სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა. შედეგად მიკროავტობუსში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები