ავტოავარია

რუისთან, ორ ქალს მანქანა დაეჯახა, დედა გარდაიცვალა, შვილი - საავადმყოფოშია

flickr

რუისთან, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა.

60 წელს გადაცილებული ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი შვილი კი, კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები