ხვალ, 20 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ოდიშელიძის, ოდესის და ზოვრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, დელისის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, გაზაფხულის, კამანის, თამაზ ნადარეიშვილის და ბიწაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის, ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ონიაშვილის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და შეშელიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, ვეკუას, მტკვრის, ათონელის, ნიშნიანიძის, ორბელიანის, სულხანიშვილის და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





