ჩემი მხარდაჭერის იმედი არავის არ ექნება, ვინც თავის კრიტიკულ აზრს ჩამოაყალიბებს უხამსი, შეურაცხმყოფელი ფორმით. არ შეიძლება პოლიტიკაში დავნერგოთ ზიზღი და ძალადობა. პოლიტიკა უნდა იყოს კონკურენციის და თანამშრომლობის ასპარეზი და არა არაკორექტული და უხამსი განცხადებების შეჯიბრის ასპარეზზე. ცხვრებს, უნიათოებს, კოლექტიურ ზარდიაშვილებს რომ უწოდებ, უმაქნისებს. უავტორიტეტოებს რომ უწოდებ, ეს არის სტანდარტი? ამის ტირაჟირებას უნდა შეუწყოს ქართულმა პოლიტიკამ და ჟურნალისტიკამ ხელი? თუ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამას, რომ... კრიტიკული აზრი კარგავს ფასს თუ ის უხამსი ფორმით არის გამოხატული
tbl.ge/318u
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე. დავით ჭიჭინაძე 18 ივლისს პარტია ქართული ოცნებიდან გარიცხეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და მის გუნდთან დაპირისპირების შემდეგ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




