2018 წლის 23 ივლისიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის. ცენტრალური ოფისის ახალი მისამართი იქნება – თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150.
"ნინო რამიშვილის N6-ში მდებარე შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მასში მუშაობა საფრთხეს უქმნიდა თანამშრომელთა ჯანმრთელობას. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმეწლიანი თხოვნა და დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით დამატებითი თანხა გამოგვიყო" - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.





