კრიმინალი

შსს: "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ბოლო დღეებში 10 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ "ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ბოლო დღეებში 10 პირი დააკავეს, ე.წ კანონიერ ქურდ მინდია ლავასოღლის კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში "კანონიერი ქურდობის" და "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირი დააკავეს. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი - საქართველოს 119 მოქალაქე და 9 „კანონიერი ქურდი“.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში "ქურდული სამყაროს“ და მასთან დაკავშირებული "კრიმინალური მენტალიტეტის“ სამუდამოდ აღმოფხვრა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს ინიციატივით, "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა.

კომენტარები