კორუფცია

ქუმსიშვილი: ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს უარი ნათქვამი, ჭორები მათგან მოდის

რამდენადაც მახსოვს, საგამოძიებო უწყებაში გამაფრთხილეს, რომ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. ჩემი გადმოსახედიდან კითხვები იყო ძალიან მარტივი და არა პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული. ამ წუთში აღარ ვარ დაბარებული მთავარ პროკურატურაში. თქვენ თუ გაიხსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ისეთი ჭორი, რომ საზღვარი იყო დაკეტილი და ა.შ. ძალიან ბევრი ბინძური ჭორი იყო ჩემს გარშემო გავრცელებული. წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ეს ჭორები. ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს ნათქვამი უარი იმ სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნდა, როგორც წესი შემდგომში ჭორები ამ ადამიანებისგან მოდიოდა. ეს იყო ის დაკვეთა, რომელიც ჩემი და ჩემი სახელის წინააღმდეგ მოდიოდა. როგორც მოგახსენეთ საზღვარიც გადავკვეთე, საზღვარიც გაადმოვკვეთე, არანაირი ხელწერილი არ მაქვს დადებული, ჩვეულებრივ გამოკითხვაზე ვიყავი, რომელზეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე მთავარ პორკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ყოფილი მინისტრები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საკითხზე გამოკითხეს.

კომენტარები