ხვალ, 17 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II, ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, გორგასლის, სანაპიროს და გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ბარათაშვილის, პუშკინის, ასათიანის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, ცაგერის, დები იშხნელების და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის და საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სვანეთის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, დეპოს და კავთისხევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





