გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ივლისს დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. 18-19 ივლისს სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +32, +37 გრადუსს ვარაუდობენ.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ივლისს +29, +31, ხოლო 18-19 ივლისს +33 +35 გრადუსი იქნება.





