უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში

შსს: სავარაუდოდ მეთანის აფეთქების გამო ჭერი ჩამოიშალა, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 მეშახტე

RFE/RL

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა. შედეგად, შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები - 1961 წელს დაბადებული მ.ლ, 1963 წელს დაბადებული მ.გ, 1988 წელს დაბადებული ლ.ფ და 1961 წელს დაბადებული ი.ქ სხეულის მძიმე დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალნენ.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ექვსი მეშახტე - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.

უბედური შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები