უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში

სოფო კილაძე: მასობრივი ხასიათი აქვს ადამიანების სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებას

ძალიან მასობრივი ხასიათი აქვს ადამიანების სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელოთ ცვლილებები, გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში არ ტარდებოდა და დღეს სამწუხარო სიტუაციამდე მივედით. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში დავამტკიცეთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეფორმების ერთი ნაწილი, ვფიქრობთ, დგას აუცილებლობა რეფორმების კიდევ მომდევნო ტალღა განვახორციელოთ.

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ. ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები