დღეს, 16 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ავლევის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, სიონის, თუმანიანის, ერეკლე მეორის, შარდენის და რკინის რიგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, კვალის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის,ონიაშვილის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლვსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, ტირიფონის, შურდულის, დოქის, ურიცკის, ბუხაიძის და კუმისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჰოსპიტლის და ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიას და გორდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჭოპორტის და ჟინვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





