აშშ-რუსეთის ურთიერთობა

აშშ-მ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს ბრალი წაუყენა

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს აშშ-ის ნაციონალური კომიტეტზე 2016 წელს მომხდარ კიბერთავდასხმაში ბრალი წაუყენა. ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორის მდივანმა როდ როზენსტაინმა თქვა.

როზენსტაინის თქმით, მათ ბრალად ედებათ კიბერთავდასხმები დოკუმენტების მოპარვის მიზნით და ასევე მათი შემდგომი გასაჯაროება. ჰაკერები ფსევდონიმი DC Leaks-ის და Guccifer 2.0-ის სახელებით მოქმედებდნენ.

ბრალდებულების სახელებია: ვიქტორ ნეტიშკო, ბორის ანტონოვი, დიმიტრი ბადინი, ივან ერმაკოვი, ალექსეი ლუკაშევი, სერგეი მორგაჩოვი, ნიკოლაი კოზაჩეკი, პაველ ერშოვი, არტემ მალიშევი, ალექსანდრ ოსადჩუკი, ალექსეი პოტიომკინი და ანატოლი კოვალიოვი

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება, სპეციალური პროკურორის ოფისმა ჰელსინკიში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

რუსეთი არჩევნებში ჩარევის ყველანაირ მცდელობას უარყოფს.

კომენტარები