პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ბოკერიების გავლენის ქვეშ იყო კვირიკაშვილი, არ მიყვარს წასულებზე საუბარი

ეს ბოკერიები არიან ამ ქვეყანაში ყველაფერ ეროვნულს და ქართულს რომ უპირისპირდებიან. ეს არის ხალხი, რომლებიც საკუთარი ერის ინტერესებს გაყიდის ნებისმიერ მომენტში. ბევრჯერ გაყიდეს. ჩვენი მიწებიც ჩააბარეს. ეს უამრავი ათიათასობით და ასი ათასობით ადამიანი გააუბედურეს, ეკონომიკაც დაანგრიეს და დღეს კიდევ ძალიან დიდ გონორზე არიან. ბოკერიების ზეგავლენის ქვეშ იყო კვირიკაშვილი, პირდაპირ ვამბობ ამას, თუმცა არ მიყვარს წასულ ადამიანებზე, თანამდებობიდან წასულ ადამიანებზე, საუბარი. ვერც ერთ ნაბიჯს ვერ დგამდნენ, ვერც საგარეო პოლიტიკის ნაწილში, ვერც საშინაო პოლიტიკის ნაწილში - რას იტყვის ბოკერია?!

ფრაქცია პატრიოტების სხდომაზე მამუკა ბახტაძეს მიმართა ირმა ინაშვილმა და თქვა, რომ მისი წინამორბედი გიგა ბოკერიას გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

კომენტარები